ბოლო განახლება: 2018 წლის 08 ნოემბერი
ბრაუზერის (browser) cookie არის მცირე მონაცემი, რომელსაც ვებ-საიტები ინახავენ თქვენს კომპიუტერში. რადგან ინტერნეტს მეხსიერება არ აქვს, საიტები იყენებენ cookie-ს იმისთვის, რომ დაიმახსოვრონ, რომ თქვენ ადრე ეწვიეთ მოცემულ საიტს, ან ზოგიერთი საიტის შემთხვევაში, რომ უკვე შესული ხართ სისტემაში. საიტს სჭირდება, რომ თავად შეახსენოს საკუთარ თავს, რომ თქვენ ადრე ეწვიეთ, და სწორედ ამისთვის გამოიყენება cookie-ები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ cookie-ები კონკრეტულია საიტისთვის. ერთი საიტის მიერ შექმნილი cookie-ები მიუწვდომელია სხვა საიტისთვის. (იხილეთ Same-origin policy ვიკიპედიაში).
aprio.ge ინახავს cookie-ს, როდესაც თქვენ პირველად სტუმრობთ საიტს, სესიის (session) შესაქმნელად. სესია ვიზიტის მსგავსი რაღაცაა: თქვენ სტუმრობთ საიტს, ნახულობთ რამდენიმე გვერდს და მიდიხართ. ეს არის სესია. „სესიის cookie"-ები ინახება მხოლოდ თქვენი სესიის ხანგრძლივობით და საშუალებას აძლევს საიტს შეინახოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, რომ თქვენ წარმატებით შეხვედით საიტზე (და არ გჭირდებათ შესვლა ყოველი გვერდის დათვალიერებისას) თქვენ მიერ არჩეული პარამეტრებით.
სხვა cookie-ები ინახება უფრო ხანგრძლივი დროით (ზოგ შემთხვევაში ერთ წელზე მეტხანს) და გამოიყენება საიტის მოსარგებად, ზოგ შემთხვევაში კი შესვლის აუცილებლობისგან გათავისუფლებისთვის.
ჩვენ ვიყენებთ ანალიტიკურ სერვისებს, როგორიცაა Google Analytics, იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი სერვისები, რაც, თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებისა და მომსახურების ხარისხი. ჩვენ არ გადავცემთ თქვენს იდენტობის გამჟღავნებელ მონაცემებს ჩვენს კლიენტებს ან მესამე მხარეებს. თუმცა, შეიძლება მივაწოდოთ აგრეგირებული, არაპერსონალური მონაცემები, როგორიცაა გვერდის ნახვების ან ვიზიტების საერთო რაოდენობა.
არც ისე ბევრი. თქვენგან მიღებული მონაცემები, როგორც წესი, გროვდება თქვენ მიერვე გაგზავნილი ვებ-ფორმის მეშვეობით. გახსოვდეთ, რომ cookie-ებს ქმნის ვებ-საიტი: ისინი შეიძლება შეიცავდნენ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც საიტს უკვე გააჩნია. თუმცა, cookie-ები საშუალებას იძლევა მონაცემები დაკავშირდეს ერთმანეთთან: როდესაც თქვენ სტუმრობთ საიტს, ჩვენ ვქმნით cookie-ს, და შემდეგ ჯერზე, როდესაც კვლავ ეწვევით საიტს, ჩვენ ვხედავთ შენახულ cookie-ებს და ვხვდებით, რომ ეს ისევ თქვენ ხართ.
სამწუხაროდ, cookie-ების დაბლოკვით ვერ შეძლებთ სისტემაში შესვლას და ვერ ისარგებლებთ მის შესაძლებლობებით. cookie-ების გასათიშად აირჩიეთ შესაბამისი პარამეტრი თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში.
თუ გაქვთ შეკითხვები, კომენტარები ან შეშფოთება ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე: [email protected].